მთელი თურქეთი ტირის, ენით აღუწერელი ტრაგედია – 5 გარდაცვლილი და 63 დაშავებული

თურქეთში, იზმირში ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 63 პირი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ შემთხვევის ადგილი “ბრძოლის ველს” დაემსგავსა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მისი ვე განმარტებით, აფეთქება სავარაუდოდ პროპანის ავზმა გამოიწვია.

შესაძლოა დაგაინტერესოთ