რა “უწინასწარმეტყველეს” “სიმპსონებმა” საქართველოს ნაკრებს – რა ახდა მულტფილმიდან

მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად უკავშირებს ნათელმხილველებსა და წინასწარმეტყველებებს, ამა თუ იმ მოვლენის გახსენებისას, ხშირად ვიგებთ მაიას ტომის, ვანგასა თუ სხვათა სახელებსა და გვარებს, თუმცა ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ამერიკულ სიტკომზე „სიმპსონებზე“, რომლის 2011 წლის ერთ-ერთი ეპიზოდი მაყურებელს ახლა კიდევ ერთხელ გაახსენდა.

“სიმპსონების” ერთ-ერთ ეპიზოდში ჰომერი შვილს ლიზას ვიდეო დისკს აძლევს და ეუბნება, რომ საინტერესო დოკუმენტური ფილმი აქვს. ლიზა კი დისკზე ფეხბურთის მატჩის ვიდეოს აღმოაჩენს, სადაც ერთ-ერთ კადრში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დროშებია…

screenshot-2024-06-29-200900-1719684464.png

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად წელს მოახერხა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რამდენიმე დღის წინ კი ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალშიც გადავიდნენ, ლეგენდა სიმფსონების” წინასწარმეტყველების შესახებ კი კიდევ ერთი იმედია, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს…

მეტ გრენინგის შექმნილი “სიმპსონები” პირველად მაყურებელმა 1989 წელს იხილა. მულტფილმის გმირები გრენინგის ოჯახის წევრთა სახელებს ატარებენ, საკუთარი სახელი კი მან ბარტით ჩაანაცვლა. “სიმპსონები” ყველაზე ხანგრძლივი ანიმაციური გადაცემაა. TIME-მა ის მეოცე საუკუნის ყველაზე საუკეთესო სერიალად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს სიმფსონების ოჯახს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს.

მედიაში აქამდეც ხშირად იწერებოდა “სიმპსონების” მულტიპლიკაციური სერიალის შესახებ. აღნიშნავდნენ, რომ მულტფილმში მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარ მოვლენებს, საფონდო ბირჟებზე ცვლილებებს და პანდემიების წინასწარმეტყველებებსაც ნახავთ.

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, 1993 წელს „სიმპსონებმა“ იწინასწარმეტყველეს, რომ მსოფლიო დიდი პანდემიის საშიშროების წინაშე იდგა. ეს კი საზოგადოებას მაშინ გაახსენდა, როცა 2019 წელს კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიო პარალიზებული იყო. ასევე ამბობენ, რომ მულფტილმში ნაწინასწარმეტყველებია ებოლას ვირუსი, სადაც მოწყენილ ბარტს დედა წიგნს აძლევს, რომელზეც ებოლას ვირუსი აწერია.

screenshot-2024-06-29-220523-1719684465.png

საინტერესოა, რომ “სიმპსონების” მე-11 სეზონის ერთ-ერთ სერიაში დონალდ ტრამპი გამოჩნდება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, “წინასწარმეტყველება” 15 წლის შემდეგ ახდა, როცა დონალდ ტრამპი მართლაც გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. შემდეგ კი ერთ-ერთ კადრში, სადაც ჰომერი მომავალში ტელეპორტირდება, დავინახავთ წარწერას – Trump 2024, ამბობენ, რომ ამით მულტფილმის შემქმნელებმა ტრამპის გაპრეზიდენტება კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველეს.

screenshot-2024-06-29-221202-1719684858.png

შესაძლოა დაგაინტერესოთ