“Georgina > Georgia” – რონალდუს რჩეულის, ჯორჯინა როდრიგესის სთორი ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ჩანთის ფონზე (ფოტოები)

ლე­გენ­და­რუ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­მა ევრო 2024 -ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო ტუ­რის და­წყე­ბამ­დე, სა­დაც ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო და პორ­ტუ­გა­ლია ხვდე­ბო­და, კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუს გუნ­დის მხარ­და­სა­ჭე­რი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

instagram პლატ­ფორ­მა­ზე, სა­დაც ჯორ­ჯი­ნას 59.8 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, balenciaga– ს ჩან­თას­თან ერ­თად, რომ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა გვა­სა­ლი­აა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი პოს­ტე­რიც მოხ­ვდა. ფოტო სა­ვა­რა­უ­დოდ მატ­ჩის და­წყე­ბამ­დეა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც პორ­ტუ­გა­ლი­ის გულ­შე­მატ­კი­ვარს უჭი­რავს პლა­კა­ტი წარ­წე­რით:

“Georgina > Georgia (ჯორ­ჯი­ნა მე­ტია “ჯორ­ჯი­ა­ზე“)…“

წყვი­ლი მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა. ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი მისი რჩე­უ­ლის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბულ­ნი არ არი­ან, თუმ­ცა წლე­ბია ერ­თად ჰარ­მო­ნი­უ­ლად ცხოვ­რო­ბენ და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ.

თუმ­ცა, გუ­შინ, 26 ივ­ნისს გერ­მა­ნი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი, ევრო 2024-ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტური, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ას 2:0 სძლია.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ