ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, მეორე ნახევარმა, ჯორჯინა როდრიგესმა ევრო 2024 -ის ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის დაწყებამდე, სადაც ერთმანეთს საქართველო და პორტუგალია ხვდებოდა, კრიშტიანო რონალდუს გუნდის მხარდასაჭერი ფოტოები გამოაქვეყნა.
instagram პლატფორმაზე, სადაც ჯორჯინას 59.8 მილიონი გამომწერი ჰყავს, balenciaga– ს ჩანთასთან ერთად, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, საქართველოს შესახებ შექმნილი პოსტერიც მოხვდა. ფოტო სავარაუდოდ მატჩის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც პორტუგალიის გულშემატკივარს უჭირავს პლაკატი წარწერით:
“Georgina > Georgia (ჯორჯინა მეტია “ჯორჯიაზე“)…“
წყვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ჯორჯინა როდრიგესი მისი რჩეულის მიმართ გამოხატული მხარდაჭერით გამოირჩევა. ისინი ოფიციალურად დაქორწინებულნი არ არიან, თუმცა წლებია ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ და ბედნიერი ოჯახი აქვთ.
თუმცა, გუშინ, 26 ივნისს გერმანიაში გამართული, ევრო 2024-ის ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტური, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.
წყარო: ambebi.ge