“დერბენტის ეკლესიაში მოძღვარს ყელი გამოჭრეს, დაღუპულია სულ მცი­რე 17 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 15 პო­ლი­ცი­ე­ლი”- ტერაქტი დაღესტანში

კვი­რას სა­ღა­მოს და­ღეს­ტნის ქა­ლაქ დერ­ბენ­ტსა და მა­ხა­ჩყა­ლა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე, სი­ნა­გო­გა­სა და პო­ლი­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე 17 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 15 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა.

ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მოკ­ლუ­ლია ხუთი თავ­დამ­სხმე­ლი – ორი დერ­ბენ­ტში და სამი მა­ხა­ყა­ლა­ში. და­ღეს­ტნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გარ­და, და­ღუ­პუ­ლია, სულ მცი­რე, ორი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია 16 ადა­მი­ა­ნი. და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ჯერ ისევ არ ვრცელ­დე­ბა.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა საქ­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მუხ­ლით აღ­ძრა. 24-26 ივ­ნი­სი და­ღეს­ტან­ში გლო­ვის დღე­ე­ბი გა­მო­ცხად­და.

  • რა მოხ­და და­ღეს­ტან­ში

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლა დერ­ბენ­ტსა და მა­ხა­ჩყა­ლა­ში კვი­რას, გვი­ან სა­ღა­მოს და­ი­წყო.

დერ­ბენ­ტში უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ ლე­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ას და თაგი-ზა­დეს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კელე-ნუ­მა­ზის სი­ნა­გო­გას. ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლი გარ­დაც­ვლი­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ა­სა და სი­ნა­გო­გას ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ეს­როდ­ნენ. თავ­დას­ხმის შე­დე­გად სი­ნა­გო­გა­ში ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გვი­ან ღა­მით ჩა­აქ­რეს.

რუ­სე­თის ებ­რა­ელ­თა კონ­გრე­სი გან­მარ­ტავს, რომ თავ­დას­ხმა დერ­ბენ­ტში სი­ნა­გო­გა­ზე სა­ღა­მოს ლოც­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე მოხ­და.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს თავ­დამ­სხმე­ლე­ბი. ტე­რო­რის­ტებ­მა შე­ნო­ბა­ში ცე­ცხლის გა­ჩე­ნა მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლეს.

მსგავ­სი თავ­დას­ხმა მოხ­და მა­ხა­ჭყა­ლა­შიც, სა­დაც ერ­მოშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის პოსტს, რომ­ლის გვერ­დი­თაც სი­ნა­გო­გაა, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. “რია ნო­ვოს­ტი” რა­ბინ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ მა­ხა­ჩყა­ლას სი­ნა­გო­გა­ში არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ორ­ჯო­ნი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან სრო­ლი­სას კი ეკ­ლე­სი­ის და­რა­ჯი გარ­და­იც­ვა­ლა, – გა­ნუ­ცხა­და TASS-ს მრევ­ლის წევ­რმა. “რო­გორც კი სრო­ლა და­ი­წყო, ჩვენ შიგ­ნით ჩა­ვი­კე­ტეთ“, – ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

ტა­ძარ­ში სულ 18 ადა­მი­ა­ნი – სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევ­ლი იყ­ვნენ. ღა­მით ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ გა­იყ­ვა­ნა. “არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა”, – გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერ­ფაქსს” წყა­რომ.

სრო­ლა იყო სო­ფელ სერ­გო­ყა­ლა­შიც, რო­მე­ლიც მა­ხა­ჩკა­ლას სამ­ხრე­თით 65 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. უც­ნობ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­იჭ­რა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ

დერ­ბენ­ტის ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლაი კო­ტელ­ნი­კო­ვი, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში 40 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და.

“დერ­ბენ­ტის ეკ­ლე­სი­ა­ში მამა ნი­კო­ლაი მოკ­ლეს, ყელი გა­მოჭ­რეს”, – წერს და­ღეს­ტნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე შა­მილ ხა­დუ­ლა­ე­ვი. მისი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს მა­ხა­ჩყა­ლის ეკ­ლე­სი­ის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­ზის პის­ტო­ლე­ტით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ოთხი მოკ­ლუ­ლი “ბო­ე­ვი­კი­დან” სამი და­ღეს­ტნის სერ­გო­კა­ლინ­სკის რა­ი­ო­ნის უფ­რო­სის, მა­გო­მედ ომა­რო­ვის ვა­ჟე­ბი და ძმის­შვი­ლი არი­ან. ომა­რო­ვი ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია და და­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, გა­ნუ­ცხა­და “რია ნო­ვოს­ტის” უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის წყა­რომ. “მა­გო­მედ ომა­რო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნას­წა­რი და­კი­თხვა, თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის მისი ვა­ჟე­ბი იყ­ვნენ“, – გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ტა­სის” ცნო­ბით, ომა­რო­ვის ორმა ვაჟ­მა, ისე­ვე რო­გორც მის­მა ძმის­შვილ­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სი­ნა­გო­გა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე კვი­რას მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში. “ინ­ტერ­ფაქ­სი“ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და­ხო­ცეს და ისი­ნი უკვე ამოც­ნო­ბი­ლი არი­ან.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ