ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ჰამბურგში, ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ფელბერტში მდებარე ბაზაზე მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში გამართეს და გეზი ჰამბურგისკენ აიღეს, სადაც დღის ბოლო ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც გაიმართება.
„შემდეგი გაჩერება – ჰამბურგი“ – ვკითხულობთ ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, სადაც ახალ კადრებსაც გვიზიარებენ.
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.