საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა.
როგორც მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას გული ფეხბურთის ყურების დროს გაუსკდა.
„ასეთ ადამიანებზე ამბობენ უდროოდ მიდიანო, ასეთი ადამიანებით ლამაზდება ჩვენი ქალაქები თუ ქვეყანა, ასეთები ქმნიან ისტორიას და დიახ, გარდაიცვალა და დატოვა საუკუნოდ სათქმელი, რომ მისი ქვეყნის ნაკრების გოლი, აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!!!
გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!!
შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე ალე!!!
უმაგრესი კაცი დაკარგა აჭარამ და ვგლოვობთ მთელი აჭარა!“, – წერს ანრი ბიბინეიშვილი.
ალეკო თხილაიშვილი, თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. იგი ჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.