ინდოეთში, ენდრა პრადეშის შტატში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქების შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.