საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა. როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების თამაშს სოციალურ ქსელში?
რომან გოცირიძე:
ყოჩაღ! საოცარი თამაში იყო.
არ ვიმსახურებდით წაგებას. ორი ძელი და რამდენიმე ასპროცენტიანი.
ედიშერ გვენეტაძე:
ქება და დიდება საქართველოს ნაკრებს!
რაც მოხდა, ეგ გამოწვეული იყო გამოუცდელობით და უიღბლობით.
ნათია მეზვრიშვილი:
კაცის კაცი ქოჩორა. როგორ დიდებულადაც გამოვიდა და დახედა მოედანს, ისე დიდებულად ითამაშა!
მადლობა მიქაუტაძეს, მადლობა ბიჭებს ყველაფერი წინ არის!
ბუდუ გვაკლდააა.
ნიკა გვარამია:
თურქეთის ნაკრები არაფერში არ გვჯობდა, იღბლიანობის გარდა.
ლევან ლორთქიფანიძე:
ბრძოლისუნარიანობისა და თავდადების შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს ჩვენებმა !
თავი მაღლა ასწიეთ ბიჭებო!
დიდი მადლობა ღირსეული ასპარეზობისთვის!
დღეს ეროვნული ნაკრების კლასს ეყრება საფუძველი…
მერაბ მეტრეველი:
არაუშავს.
თურქეთმა მიწაზე დაგვაბრუნა და მომდევნო თამაშებს უფრო ცივი გონებით მივუდგებით ჩვენც და ფეხბურთელებიც.
თამაში ჯერ არ მინახავს. აწი უნდა ვნახო.