რუსული წარმოების ლიმუზინი, ხანჯლები და … – პუტინის საჩუქრები კიმს – რა ჩაუტანა რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას ძღვნად? (ფოტოები)

რუსული წარმოების ლიმუზინი, ხანჯლები და … – პუტინის საჩუქრები კიმს – რა ჩაუტანა რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას ძღვნად? (ფოტოები)

ვნა­ხოთ, რა აჩუ­ქა ვლადიმირ პუ­ტინ­მა კიმ ჩენ ინს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ვი­ზი­ტის დროს.

  • რა თქმა უნდა, ის კიმ­თან ხელ­ცა­რი­ე­ლი არ ჩა­სუ­ლა და კო­ლე­გას ძღვნად ჩა­უ­ტა­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, ძვირ­ფა­სი ლი­მუ­ზი­ნი, ჩაის ნაკ­რე­ბი და ხან­ჯლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­მუ­ზი­ნი პუ­ტინ­მა კიმს თე­ბერ­ვალ­შიც აჩუ­ქა.

ეს არის რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ლი­მუ­ზი­ნი Aurus-ი, რომ­ლი­თაც კიმი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­ხიბ­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კიმ ჩენ ინი გა­ტა­ცე­ბუ­ლია მან­ქა­ნე­ბით და ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია.

გა­ხა­რე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­და, ის გვერ­დით მი­უჯ­და სა­ჭეს­თან მჯდომ პუ­ტინს და ასე გა­ი­ა­რეს გზატ­კე­ცი­ლი. შემ­დეგ კი სა­ჭეს­თან თვი­თო­ნაც დაჯ­და და ახა­ლი მან­ქა­ნა გა­მო­ცა­და.

რო­გორც BBC წერს, კიმ ჩენ ინის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლექ­ცია მო­ი­ცავს მრა­ვალ Mercedes-ს, Maybach limo-ს და Rolls Royce Phantom-ს.

მად­ლი­ე­რი კი­მიც არ დარ­ჩა ვალ­ში პუ­ტინს და რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი გა­დას­ცა, რო­გორც კრემ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უმა­კო­ვი აღ­წერს, ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პუ­ტი­ნის იმიჯ­თან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ბი­უსტზე.

წყარო: ambebi.ge