იმედი კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დატოვა.

იმედი კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დატოვა.

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია„მედიაჩეკერს”თავად წამყვანმა დაუდასტურა.

ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. „იმედის დღე“ მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა.

ამირეჯიბთან ერთად გადაცემა „იმედის დილა“ წამყვანებმა, ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა დატოვეს.

მათ მაგივრად, „იმედის“ გადაცემების წამყვანები ვასიკო ოდიშვილი და ირინა ბათიაშვილი გახდნენ.