მამის გარდაცვალების შემდეგ მიატოვა სკოლა და დედაზე ზრუნავს” – დიანა ღურწკაიას ვაჟის ღირსეული საქციელი დეტალებში

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალ დიანა ღურწკაიას 2023 წლის 20 მაისს მეუღლე გარდაეცვალა. პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ფონზე კი დიანას მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

„18 წლის წინ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ღმერ­თის წი­ნა­შე ვუ­თხა­რით, დიახ. ეს სი­ტყვა აგ­რძე­ლებს ჟღე­რა­დო­ბას, უძ­ლებს დროს, სივ­რცეს, დუ­მილს და ტკი­ვილს. უკვე ოთხი თვეა, რაც აქ არ ხარ. ძნე­ლია ამის მი­ღე­ბა, ძნე­ლია ცხოვ­რე­ბა.

არა­სო­დეს მი­ვი­ღებ და და­ვი­ჯე­რებ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დი­ლის შეკ­რე­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი თა­ი­გუ­ლი, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ. ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე. ყოველთვის მეყვარები და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც ღრმად, ამ სიჩუმეში ისევ ისმის შენი ხმა“, – დაწერა მოგვიანებით დიანა ღურწკაიამ.

რუსული მედია დიანას ცხოვრებით მუდამ ინტერესდებოდა, თუმცა აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ უფრო მეტი ინტენსივობით იწერება მასზე და მის ვაჟზე, კონსტანტინეზე, რომელიც მას, აწ გარდაცვლილ მეუღლე, პიოტრ კუჩერენკოსთან ქორწინებისას შეეძინა.

„მას შემდეგ, რაც დიანას მეუღლე გარდაეცვალა ახალგაზრდა კოსტიას პასუხისმგებლობის აღება და შშმ დედის მხარდაჭერა მოუწია. იგი დედას მუდმივად თან ახლავს.

ცნობისთვის, კონსტანტინემ სკოლა დატოვა და დედის გზა აირჩია – გაჰყოლოდა მუსიკას, რადგან ბავშობიდან გატაცებულია ამ სფეროთი.

დიანას ვაჟი რუსეთის გნესინის მუსიკის აკადემიაში ჩაირიცხა. მისი მონდომება და დამოუკიდებლობა დედასაც კი აოცებს.

კონსტანტინე უარს ამბობს ფინანსურ დახმარებაზე და ზრუნავს დედაზე, გამოხატავს თავის ერთგულებას და მზადყოფნას, საკუთარი გზით წავიდეს“,- წერს რუსული გამოცემა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ