თეა გოდოლაძის საგანგაშო პროგნოზი თბილისში წყლის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით – „ღმერთმა ქნას ვცდებოდე…“

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე თბილისის უბნებში წყლის შეწყვეტას ეხმიანება და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:

„ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა. თუ შემოვლითი გზით გაატარეს, ასევე თვეების სამუშაოა, მუხლჩაუხრელადაც რომ იმუშაონ. ქმედითი გეგმა თუ არსებობს, გაგვაცნონ. სოფლებში მაინც წავიდეს ხალხი ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდეთ. ერთმანეთის სუნი დაგვახრჩობს”, – წერს თეა გოდოლაძე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წიწამურთან არსებული მასშტაბური პრობლემების აღმოფხვრას სავარაუდოდ 1 კვირა დასჭირდება, თუმცა ვადა ზუსტი არ არის.

შესაძლოა დაგაინტერესოთ