“ხატიას სოსოია” აღარ არის – დიდებული მხატვარი გელა ჭიჭინაძე, რომელმაც ფილმიდან “მე ვხედავ მზეს” შეაყვარა ყველას თავი, გარდაიცვალა

“სო­სო­ი­ას“ ეკ­რან­ზე გამ­ცო­ცხლე­ბე­ლი – დი­დე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი, ბა­ტო­ნი გელა ჭი­ჭი­ნა­ძე 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით წა­ვი­კი­თხე ბა­ტო­ნი გე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლის – ქრის­ტო ჭი­ჭი­ნა­ძის “ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სი”, მამა გარ­და­იც­ვა­ლაო. თით­ქოს გული ჩამ­წყდა, რად­გან… ბა­ტონ გე­ლას პი­რა­და­დაც ვიც­ნობ­დი, თო­რემ, ზო­გა­დად, ვის არ ახ­სოვს ნო­დარ დუმ­ბა­ძის “მე ვხე­დავ მზეს“ მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სორ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი “მე ვხე­დავ მზეს“ და მისი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ხა­ტია და სო­სო­ია და ეკ­რან­ზე მათი გამ­ცო­ცხლე­ბელ­ნი: ულა­მა­ზესი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი და ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი გელა ჭი­ჭი­ნა­ძე. არც ერთი იყო მსა­ხი­ო­ბი და არც – მე­ო­რე, მაგ­რამ ორი­ვე მათ­გა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

ბა­ტონ გე­ლას წლე­ბის წინ შევ­ხვდი, ერ­თა­დერ­თხელ, შინ ვეს­ტუმ­რე და საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად ვი­სა­უბ­რეთ. მახ­სოვს, ვკი­თხე, თა­ვი­დან რომ და­ი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, რა გზას და­ად­გე­ბო­დით-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, ალ­ბათ, მა­ინც ამ შა­რაგ­ზის გავ­ლა მო­მიხ­დე­ბო­დაო, თუმ­ცა მის ნა­ამ­ბობ­ში სი­ნა­ნუ­ლი აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­ტა­ნა ინ­სულ­ტი და ბოლო წლებ­ში ავად­მყო­ფობ­და კი­დეც.

ულა­მა­ზე­სი წლე­ბი წარ­სულს ჩა­ბარ­და და მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბე­ბი დარ­ჩა, “სო­სო­ი­ამ“ კი ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი “ხა­ტი­ე­ბი“ და სულ სხვა ცხოვ­რე­ბა აირ­ჩია.

ბა­ტო­ნი გელა ჭი­ჭი­ნა­ძის მო­ნა­თხრო­ბით ვიცი, რომ თბი­ლი­სის 61-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მე­ცხრე კლას­ში სწავ­ლობ­და, ფილმ “მე ვხე­დავ მზის“ გა­და­ღე­ბას რომ იწყებ­დნენ და მთა­ვა­რი რო­ლე­ბის­თვის ბავ­შვებს სკო­ლებ­ში არ­ჩევ­დნენ. იმ­ხა­ნად ის და მსა­ხი­ო­ბი მურ­მან ჯი­ნო­რია იმ­ჟა­მინ­დე­ლი პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის დრამ­წრე­ზე და­დი­ოდ­ნენ, წრეს მსა­ხი­ობი ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მი­თხრა, ბევრ სპექ­ტაკლში მთა­ვარ როლ­საც ვას­რუ­ლებ­დიო. პა­რა­ლე­ლუ­რად, სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­შიც სწავ­ლობ­და, გია ფე­რა­ძეს­თან ერ­თად. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს მი­უყ­ვა­ნია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სა­დაც რე­ჟი­სორ­მა ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძემ “ჯა­რის­კა­ცის ქვრივ­ში“ ზუ­რი­ას როლი ათა­მა­შა. ასე რომ, რა­ღაც სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა მას მა­ინც ჰქონ­და. ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ იგი ფილ­მის­თვის ჯერ სკო­ლა­ში შე­არ­ჩია, შემ­დეგ კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. ბევ­რი კონ­კუ­რენ­ტი მყავ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მე დამ­ტო­ვე­სო, – მი­თხრა ბა­ტონ­მა გე­ლამ. თურ­მე, ყვე­ლას ეგო­ნა, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რებ­და, – გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაც არ დამ­ჭირ­დე­ბო­და, რად­გან აკა­კი ხო­რა­ვას ჩემ­თვის ად­გი­ლიც კი ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბას სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი ვამ­ჯო­ბი­ნეო, – გა­მიმ­ხი­ლა.

მი­ამ­ბო, – იმ­ხა­ნად ყვე­ლა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი და უდარ­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რე­ჟი­სო­რი ბუბა ხო­ტი­ვა­რი იქ მა­სობ­რივ ეპი­ზო­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თენ­გიზ არჩვა­ძე იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და საყ­ვა­რე­ლი კაცი. ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ზე უფ­რო­სი იყო, თუმ­ცა – არ­ცთუ ბევ­რით. მისი დო­ნის მსა­ხი­ო­ბი ამ თა­ო­ბა­ში არც მე­გუ­ლე­ბაო. მახ­სოვს, სევ­და­ნა­რე­ვი სი­ხა­რუ­ლით გა­იხ­სე­ნა ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი, – ქარ­თლის ახალ­ქა­ლა­ქი­დან და­ვი­წყეთ, მერე სო­ხუმ­შიც ვი­ღებ­დით, ეშე­რა­შიც, აფხა­ზე­თის ტყე­ებ­ში – თევ­ზა­ო­ბის ეპი­ზო­დე­ბი იქ, მდი­ნა­რის პი­რა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ცი­ო­და, წყალ­ში ჩას­ვლის ეპი­ზოდს რომ ვი­ღებ­დით. – არ გა­ცივ­დე­სო, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, თურ­მე, “სო­სო­ი­ას რუს­მა, ანა­ტო­ლიმ“ – მსა­ხი­ობ­მა გლებ სტრი­ჟე­ნოვ­მა, ჩექ­მი­დან “ჩე­კუშ­კა“ და­აძ­რო და არა­ყი და­მა­ლე­ვი­ნა, არა­და, ბავ­შვი ვი­ყა­ვი და არაყს არ ვსვამ­დი. ერ­თმა ჭი­ქამ ტან­ში და­მი­ა­რა და ისე შევ­ხტი წყალ­ში, თით­ქოს ტანკს ვუ­ვარ­დე­ბო­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ანა­ტო­ლიმ გა­გა­ლო­თაო. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, არც მჯე­რა, რომ ის ბიჭი მე ვი­ყა­ვი და ის პე­რი­ო­დიც მე გა­ვი­ა­რე! სულ სხვა ემო­ცია იყო მა­შინ. ჩემს შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს, სა­ერ­თოდ, ახალ­გაზ­რდებს რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ჩვენ გან­ცდაც კი სხვაგ­ვა­რი გვქონ­და. ჩემ­თვის დრამ­წრის სცე­ნა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო რო­ლის თა­მა­ში იყო ყვე­ლა­ფე­რი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­ხე­ლა ფილმში მთა­ვა­რი როლი – ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­სო­ია მან­დე­სო!

თურ­მე ფილ­მამ­დე წა­კი­თხუ­ლი არც ჰქონ­და “მე ვხე­დავ მზეს“, – როლ­ზე რომ და­მამ­ტკი­ცეს, მერე წა­ვი­კი­თხე. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა – 15 წლის ბიჭს ან­ცო­ბაც მიყ­ვარ­და, გარ­თო­ბაც, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, რომ ცუ­დის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და და ყო­ველ­თვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ცხო­ნე­ბულ­მა ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­მი­ცხა­დეს ნდო­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას მი­მაჩ­ვი­ეს. მცი­რე­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩემ­მა თოფი რომ მან­დოო.

ეს რომ მი­თხრა, მახ­სოვს, ჩა­ვე­კი­თხე, – ეტყო­ბა, ძა­ლი­ან გგავ­დათ სო­სო­ია ან – პი­რი­ქით, თქვენ ჰგავ­დით მას-მეთ­ქი და და­მი­დას­ტუ­რა, – ასე გა­მო­დის. შემ­დეგ­შიც, სო­სო­ი­ას ამ­ბა­ვი­ვით წა­რი­მარ­თა ჩემი ცხოვ­რე­ბა – მარ­თლა ომი და­ი­წყო და ბევ­რმა უბე­დუ­რე­ბამ გა­და­ი­ა­რა ჩემს კი­სერ­ზე. პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც ხატ­ვა ვარ­ჩიე. ყო­ველ­თვის ნორ­მა­ლურ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მერე კი… გავ­ყი­დე სახლ-კარი, ყვე­ლა­ფე­რი და ახლა ჯან­მრთე­ლო­ბაც აღარ მი­ვარ­გა – ოთხჯერ გა­და­ვი­ტა­ნე ინ­სულ­ტიო. სამ­წუ­ხა­როდ, ინ­სულ­ტებ­მა ძა­ლი­ან და­უმ­ძი­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა, ვცა­დე, უფრო ხა­ლი­სი­ან და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­ზე გა­დაგ­ვე­ტა­ნა სა­უ­ბა­რი. უპირ­ვე­ლე­სად ხა­ტი­ას სო­სო­ი­ა­ზე, ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლა ყი­ფი­ან­ზე ჩა­ვე­კი­თხე, რო­გო­რი იყო-თქო და სახე გა­უ­ნათ­და, – ო, ხა­ტია? მა­გას ვე­ნაც­ვა­ლე! “ხა­ტია“ ზღა­პა­რი გო­გოა. მე და ლე­ი­ლა ყი­ფი­ანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, გა­და­ღე­ბი­სა­საც და – მე­რეც. ეგე­თი საყ­ვა­რე­ლი გოგო არ მგო­ნია, კი­დევ და­ი­ბა­დოს. სულ პირმ­ცი­ნა­რი, თბი­ლი და ლა­მა­ზი იყო (ამას მეც ვა­დას­ტუ­რებ, რად­გან ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას­თან რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რამ სწო­რედ რომ ამ­გვა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა – ი.ხ.). იმ­ხა­ნად ყმაწ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, ასეთ ლა­მაზ და კარგ გო­გო­ნას­თან რომ გა­თა­მა­შებ­დნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ შეგ­ყვა­რე­ბო­და. ჰოდა, მეც შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ლე­ი­ლას არ ვუყ­ვარ­დი. გა­და­ღე­ბი­სას გა­მო­ვუ­ტყდი სიყ­ვა­რულ­ში და იმ­დე­ნი იცი­ნა, მე­წყი­ნა და გა­ვე­ბუ­ტე – ნა­ხე­ვა­რი ფილ­მი ისე გა­და­ვი­ღეთ, ხმა არ გა­მი­ცია, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი არა­ვის გა­უ­გია. მერე მოს­კოვ­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე შევ­რიგ­დით… ახ­ლაც მე­რი­დე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ… ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნი ხნის წინ იყოო! მეც “და­ვამ­შვი­დე“ ბა­ტო­ნი გელა, – ბავ­შვო­ბა­ში ვის არ შეჰ­ყვა­რე­ბია-მეთ­ქი! და იქვე და­ა­ყო­ლა, – თა­ნაც, კარ­გი გოგო მიყ­ვარ­დაო!

გა­და­ღე­ბე­ბის ამ­ბებს თვალ­გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, – თბი­ლის­ში, პა­ვი­ლი­ონ­ში ვი­ღებ­დით და არ მა­ვი­წყდე­ბა იპო­ლი­ტე ხვი­ჩია – რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, არ გაგ­ცი­ნე­ბო­და… კი­დევ, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მახ­სენ­დე­ბა კარ­გად. სა­ო­ცა­რი ქა­ლია, საყ­ვა­რე­ლი და მზრუნ­ვე­ლი. გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და ლანა და­მეხ­მა­რაო.

გულ­წრფე­ლად ჩა­ვე­კი­თხე, – მა­ინც რა­ტომ არ ჩა­ა­ბა­რეთ “თე­ატ­რა­ლურ­ში-მეთ­ქი? აღი­ა­რა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე მე­ტად ხატ­ვა უყ­ვარ­და, კარ­გად გა­ვი­ცა­ნი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა და არ მო­მე­წო­ნა, ამი­ტომ სხვა ფილ­მებ­ზეც უარი ვთქვი. მხო­ლოდ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებ­სა და ისევ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის “ფე­რის­ცვა­ლე­ბა­ში“ გა­და­ღე­ბას დავ­თან­ხმდი, ისიც იმი­ტომ, რომ პრაქ­ტი­კა­ზე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და გია ფე­რა­ძე­სა და ჩემს სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, რეზო ჩხე­ი­ძემ “ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში“ თე­მუ­რის როლი შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ მერე რა­ღაც მოხ­და და აღარ წა­ვე­დი, ამი­ტომ ყვე­ლა და­ნარ­ჩენ როლ­ზეც უარი ვთქვიო…

წა­სულ წლებს რომ იხ­სე­ნებ­და, ვკი­თხე, გული არა­ფერ­ზე გწყდე­ბათ-მეთ­ქი? და მოკ­ლედ მო­მი­გო, – არა­ფერ­ზე. ხე­ლახ­ლა რომ და­ვი­წყო ცხოვ­რე­ბა, არა­ფერს შევ­ცვლი­დი, თუმ­ცა… ჯან­მრთე­ლო­ბამ ასე რომ მიმ­ტყუ­ნა, ჩე­მი­ვე და­უ­დევ­რო­ბის ბრა­ლია, აბა, ვისი? ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და, უფალს გან­ვუ­დე­ქი და ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ და­მე­მარ­თაო. ხე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, მე­უღ­ლე მყავს, ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი, ერთი ვაჟი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბი კი არა­ვინ გა­მო­სუ­ლა, თუმ­ცა… მოდი, ბო­ლო­დან და­ვი­წყებ: უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ქრის­ტი­ნე – რე­ჟი­სო­რია, სა­ლო­მე – მხატ­ვა­რი, ნინო – გერ­მა­ნუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მა­რი­ა­ნა ყვე­ლა­ზე ადრე გა­თხოვ­და და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან სა­ერ­თოდ არ აქვს კავ­ში­რი, ვაჟ­მა კონ­სერ­ვა­ტო­რია გერ­მა­ნი­ა­ში და­ამ­თავ­რა, მე კი, კვლავ ვხა­ტავ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა – ფაქ­ტობ­რი­ვად, ინ­ვა­ლი­დი ვარ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ვმოძ­რა­ობ. ალ­კოჰო­ლურ სას­მელს – წვეთ­საც აღარ ვსვამ, მაგ­რამ, ალ­ბათ, იმ და­უ­დევ­რად გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა და ამ­დენ­მა ინ­სულტმა უმოძ­რა­ო­ბის გარ­და, დეპ­რე­სი­აც და­მი­ტო­ვა – ყვე­ლა­ფერ­ზე გული მი­ჩუყ­დე­ბა და ვტი­რი. აგერ, ხომ და­ი­ნა­ხეთ, გია ფე­რა­ძე ვახ­სე­ნე, ფო­ტოს დავ­ხე­დე და იმ­წამს ავ­ქვი­თინ­დი კაცი… აბა, მეტი რაღა გი­თხრათ? მე, ალ­ბათ, ბევ­რს აღარც ვახ­სო­ვარ, მაგ­რამ ხა­ტი­ას სო­სო­ია ხომ ახ­სოვთ? ჰოდა, ესეც პა­ტა­რა სი­ხა­რუ­ლია და კი­დევ… იმე­დიო.

ვფიქ­რობ, დიდი ოჯა­ხის გარ­და, სწო­რედ ამ იმედ­მაც აცო­ცხლა და აქამ­დე მო­იყ­ვა­ნა. ღმერ­თმა გა­უ­ნა­თოს გზა ბა­ტონ გე­ლას მა­რა­დი­უ­ლი სამ­ყოფ­ლის­კენ, გა­უ­ნათ­ლოს სული და სა­მუ­და­მო სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს.

მშვი­დო­ბით, ბა­ტო­ნო გელა, მშვი­დო­ბით, ჩვე­ნო სო­სო­ი­ავ!

P.S.

“სად მი­დი­ხარ, შენ, ჩემი სოფ­ლის შა­რაგ­ზაო, და საით მიგ­ყავს ჩემი სო­ფე­ლი. გახ­სოვს? ერთ დღეს შენ წა­მარ­თვი ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მაჩ­ნდა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. მე გთხო­ვე მა­შინ, შა­რაგ­ზაო, და შენ და­მიბ­რუ­ნე, რაც შე­გეძ­ლო, და მე მად­ლი­ე­რი ვარ შენი“, – ამ­ბობს ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­სო­ია და მი­დის “უსას­რუ­ლოდ“…

ავ­ტო­რი ირმა ხარ­ში­ლა­ძე

გჯ

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ