სამი უფროსკლასელი 10 წლის ბიჭს სკოლაში რამდენიმე დღე აუპატიურებდა – რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ?! შემზარავი საქმის დეტალები

სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 3 მოზარდს, რომლებმაც უმცროსკლასელი ბიჭი გააუპატიურეს.

შემზარავი ამბავი 2023 წლის იანვარში, ტივას რესპუბლიკის პატარა დაბაში მოხდა. სამმა უფროსკლასელმა 10 წლის ბიჭი საზოგადოებრივ საპირფარეშოში შეიყვანა და გააუპატიურა. ეს დანაშაული ოთხი დღის განმავლობაში მეორდებოდა და შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი უამბო. მოსწავლის დედა, აიზა, პოლიციას დაუკავშირდა, მაგრამ წინააღმდეგობას, საქმის მიჩქმალვის მცდელობას და თანასოფლელების მხრიდან ზეწოლას შეეჩეხა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ისა სამართლიანობის მიღწევას ცდილობდა და ეს შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა ამ კოშმარზე საუბარი საჯაროდ დაიწყეს.

საქმემ სასამართლომდე მაინც მიაღწია. პროცესები რამდენიმე კვირა გაგრძელდა, 15 ივნისს კი მოძალადეებს განაჩენი გამოუტანეს. 9 წელი და 10 თვე, 7 წელი და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – ეს იყო სასჯელი დანაშაულში მხილებული სამი მოზარდისთვის. ადვოკატების ხარჯებსაც სრულად დამნაშავეთა ოჯახები აანაზღაურებენ.

ამასობაში დაზარალებულ ბიჭს მეორე ოპერაციაც გაუკეთდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. მასთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს.

download-1718527197.jfif

ბიჭის დედამ აღიარა, რომ გამოძიების დროს მოძალადეების ახლობლები მასზე ზეწოლას ახდენდნენ. დაემუქრნენ, რომ თუ ბიჭებს დააპატიმრებდნენ, მას და მის ახლობლებს დახოცავდენენ. 2023 წლის ივლისში მსხვერპლის ბებიას სახლში მინები ჩაუმტვრიეს, საკუჭნაოს, ტუალეტსა და საშხაპეს ცეცხლი წაუკიდეს. ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით ქალმა პოლიციაში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია.

ბიჭუნას ოჯახმა დატოვა ტუვა. ახლა ოჯახის მთავარი ამოცანაა, რომ ბიჭი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, ახალი ცხოვრება დაიწყოს და ეს კოშმარი მისთვის წარსულში დარჩეს.

mshoblebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ