რატომ არის ბათუმი საშიში და რა მოხდება მიწისძვრის შემთხვევაში – რას წერს თეა გოდოლაძე

რატომ არის ბათუმი საშიში და რა მოხდება მიწისძვრის შემთხვევაში – რას წერს თეა გოდოლაძე

გეოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბათუმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებსა და მიწისძვრის დროს სანაპირო ზოლზე მდგარი შენობების საფრთხეებზე წერს:

“რატომაა ბათუმი საშიში და მოწყვლადი ასეთი ქაოტური მშენებლობის პირობებში? უყურეთ ვიდეორგოლს ბოლომდე. ჩემი გაკეთებული არაა ეს. ჩემზე მაგარი მეცნიერების გაკეთებულია. მიწისძვრის დროს, ყველაზე მეტად სანაპირო გრუნტებზე მდგარი შენობები ზიანდება. თუ დიდი მიწისძვრა მოხდა, კარგი კონსტრუქციის კი მქონე შენობებიც კი შესაძლებელია დაზიანდეს, იმიტომ, რომ გრუნტის ლიკვიფაქცია, ანუ გათხიერება იწყება” – წერს გოდოლაძე.