ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შვილი დაკარგა.
“მინდოდა, რომ 4 შვილი მყოლოდა. ავარიაში მოვყევი, მერე ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს, შემდეგ სტრესისგან ნაყოფი აღარ განვითარდა და მოკლედ, ბევრი რამ გადამხდა.
ავარიაში ლილუს გაჩენის შემდეგ მოვყევ.. ორსულად ვიყავი, ის ბავშვი ვერ შევინარჩუნე. დიდი ორსული ვიყავი, აბორტი რომ გავიკეთე – მენჯი მქონდა დაზიანებული, ორგანიზმი ვერ აიტანდა.
შემდეგ კიდევ დავორსულდი, ტყუილად ოპერაცია გამიკეთეს… მაგის მერეც ნაყოფმა შეწყვიტა სიცოცხლე. სულ უბედურება მემართებოდა” – იხსენებს ნანიკო ხაზარაძე „სთორიში“.