საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან საერთო შვილი, ელის-მარია ჰყავს.
ამასთან დაკავშირებით უკრაინულ მედიამ მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტმა სოფო ნიჟარაძესნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.
„სტრანამ” გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია „იდუმალი ქალი”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.