16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ფრთხილად იყავით, ბევრ ვერძს ნერვიულობა და სტრესული სიტუაციები ელის. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლოთ და უხეშობას მოერიდოთ. ხელსაყრელი დროა შოპინგისა და კარიერული წინსვლისთვის. თუ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, შეიძლება გუნდის ლიდერი გახდეთ, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ და ანგარიშს უწევენ.

კურო

ამ დღეს თავი მძიმე ფიზიკური ან გონებრივი მუშაობით არ უნდა დაიტვირთოთ. ახლა ყველაზე მეტად მშვიდ გარემოში დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. გირჩევთ, თქვენს ემოციურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – თქვენმა ცუდმა განწყობამ შეიძლება მენეჯმენტთან კონფლიქტისკენ გიბიძგოთ, რაც ახლა არაფერში გჭირდებათ.

ტყუპები

შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მიმართ თქვენი დამოკიდებულება არასწორი ინფორმაციის შედეგია, ამიტომ გარშემო მყოფებს თქვენი საქციელი სასაცილოდ ეჩვენებათ. დროა, თქვენამდე მოსული ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. უახლოეს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ენერგიით სავსე ხართ და გრძნობთ, რომ „მთების გადაბრუნება“ შეგიძლიათ, მაგრამ გადაღლას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ და შეცდომის დაშვების საშუალებას არ გაძლევთ. ეცადეთ, ისეთი საქმით დაკავდეთ, რომელიც სხვების, თუნდაც საყვარელი ადამიანების ჩარევას არ მოითხოვს.

ლომი

ამ დღეს ისეთი მიზანდასახული და ამბიციური ხართ, რომ გარშემო მყოფებში შურის გრძნობას აღძრავთ. სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობა და ცრუ ბრალდებები, თუმცა საბოლოოდ, პარტნიორთან შეთანხმებას და ურთიერთობის გარკვევას შეძლებთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ.

ქალწული

ეცადეთ, თქვენი ფეთქებადი ხასიათი აკონტროლოთ, რათა უწყინარი კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. დროა, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ, სანამ მათ გამო პრობლემები არ შეგქმნიათ. თქვენი ენერგიისა და მონდომების წყალობით ოჯახში ბევრი პრობლემა მოგვარდება. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც ბევრს ისწავლით.

სასწორი

რთული დღეა, რომელმაც შეიძლება, დაბნეულობა მოგიტანოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. მეტი უნდა იაქტიუროთ, რათა უარყოფითი ემოციები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება და ავადმყოფობის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდებით. ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა დაგეხმარებათ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

მშვილდოსანი

თქვენი დადებითი ენერგია პროფესიული საქმიანობისკენ უნდა მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა უცხო ენების შესწავლის და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს – ავარიის მაღალი რისკია.

თხის რქა

თქვენი შრომა და მონდომება სასურველ შედეგს მოგიტანთ. გავლენიანი მფარველები და პარტნიორები დაგეხმარებიან, რომ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შეეცადეთ მშობლებთან მეტი დრო გაატაროთ. ახლა მათ მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ.

მერწყული

ეს დღე უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მათი კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საღამოს შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

თევზები

ფრთხილად იყავით, თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც ავტორიტეტს გილახავენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

წყარო: funtime.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,504

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა