ყველაფერი სხვანაირად ყოფილა – თუ საწოლში ღამით ტელეფონს დიდხანს მისჩერებიხართ, ამით ძილი არ ირღვევა

კვლევის მონაცემებით დასტურდება, რომ ღამით, საწოლში ტელეფონით სარგებლობა ძილზე არსებით გავლენას არ ახდენს. „ტაიმსის“ ცნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული თერთმეტი კვლევის შედეგები არ შეიცავს რაიმე მტკიცებულებას, რომ ტელეფონის ეკრანების ლურჯი შუქი დაძინებას ართულებს. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ღამის საათებში სმარტ-მოწყობილობების დიდხანს გამოყენებამ შეიძლება ძილი გააუარესოს, რადგან ასეთ დროს ადამიანები აქტივობებზე უარს ამბობენ და ჩვეულებრივზე გვიან იძინებენ.

ახალი მეგა-კვლევის შედეგები, გარკვეულწილად, მოულოდნელია, რადგან ექსპერიმენტებმა ძილის შეფერხებაზე ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი გავლენა არ დაადასტურა. „როდესაც შევისწავლეთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება ჩვენს ძილზე საზიანო გავლენა მოახდინონ, აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, ეკრანების როლი გადაჭარბებულია“, – აცხადებს კლინიკური ფსიქოლოგი მაიკლ გრადისარი, რომელიც ჟურნალში „Sleep Medicine Reviews“-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებისადმი მიძღვნილი ნაშრომის თანაავტორია.

მისი მტკიცებით, ტელეფონის ეკრანის შუქი ძილის დარღვევასთან არაფერ კავშირშია. ეს უფრო იმის შედეგია, რომ ამ დროს ადამიანები ჩვეულებრივზე მეტხანს ფხიზლობენ, რადგან ტელეფონის საშუალებით უამრავ ინფორმაციას ეცნობიან.

ძალიან მგრძნობიარე თვალის უჯრედები

თუმცა, ზოგადი კვლევის დასკვნებს ყველა ექსპერტი არ ეთანხმება. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ღამის პერიოდში ეკრანებით სარგებლობის შეზღუდვა გონივრული პირველი ნაბიჯია მათთვის, ვისაც ძილის პრობლემები აქვს. მათი აზრით, შესაძლებელია, რომ ტელეფონის ლურჯმა შუქმა გვიან ღამით ზოგიერთ ადამიანზე უფრო მეტად იმოქმედოს, ვიდრე სხვებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი დღის განმავლობაში ბუნებრივ შუქს ნაკლებად ხედავენ.

ქალაქში შეიძლება იყოს 10 გრადუსამდე თბილი, ვიდრე სოფლად. სითბოს კუნძულებს შეუძლიათ გაართულონ ძილი (ჩეხურად)

ოქსფორდის უნივერსიტეტის ცირკადული ნეირომეცნიერების პროფესორი, რასელ ფოსტერი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ეთანხმება იმ აზრს, რომ დამკვიდრებული შეხედულება, თითქოს, ლურჯი შუქი ძილს არღვევს, გარკვეულწილად, გადაჭარბებულია. „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეკრანის ლურჯ შუქს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს“, – განუცხადა მან „ტაიმსს“.

ფოტერის თქმით, მოსაზრება, რომ ეკრანებმა შეიძლება უძილობა გამოიწვიოს, 2000 წელს „სინათლისადმი მგრძნობიარე განგლიური უჯრედების” აღმოჩენის შემდეგ წარმოიშვა. ეს უჯრედები ძალიან მგრძნობიარეა ლურჯი სინათლის მიმართ და ასევე ხელს უწყობს მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავებას. „მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი და მწვანე შუქი ყველაზე ეფექტურია საღამოს პერიოდში მელატონინის დონის დასაქვეითებლად და ფხიზელ მდგომარეობას გვინარჩუნებს, განათების სიმძლავრე მაინც მაღალი უნდა იყოს. მართალია, ეკრანები უფრო მეტ ლურჯ შუქს ასხივებენ, ვიდრე სხვა ფერებს, მაგრამ მათი სინათლის ძალა ძილის დარღვევისთვის, უბრალოდ, საკმარისი არ არის“, – განმარტავს გრადისარი.

ადამიანებსა და ცხოველებს სხვადასხვაგვარად სძინავთ. უფრო დიდხანს ღამურებს და პითონებს სძინავთ (ჩეხურ ენაზე) ადამიანებსა და ცხოველებს სხვადასხვაგვარად სძინავთ. უფრო დიდხანს ღამურებს და პითონებს სძინავთ (ჩეხურ ენაზე)

როგორ გავიუმჯობესოთ ძილი

ფოსტერი მიიჩნევს, რომ ძილის წინ თავი უნდა ავარიდოთ ზოგიერთი სმარტ- მოწყობილობის გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთის, რომელმაც შეიძლება შემაშფოთებელი ამბები გაუწყოთ. „ძილის წინ ელფოსტის ნახვა არ არის საჭირო – ეს ძალიან ცუდი ჩვევაა“, – გვირჩევს ის.

გრადისარი კი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ სმარტ-მოწყობილობას ძილის ხარისხის გაუმჯობესებაც კი შეუძლია. „ადამიანებს, ვინც ძილის წინ, ერთი საათით, ძალადობრივი-ვიდეო თამაშებით ერთობა, ღამე კარგად სძინავთ – ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ გვიან არ იძინებენ და თამაშის გამო ძილის ჩვეულ რეჟიმს არ არღვევენ“, – განაცხადა მან. „მკვლევარებმა, ცოტა ხნის წინ, სერიალების დაძაბული დასასრულის ეფექტიც შეისწავლეს. გაირკვა, რომ ის ძილზე გავლენას არ ახდენს. უფრო მეტიც, მისი მაყურებელი ხალხი უფრო სწრაფად იძინებს“, – დასძინა გრადისერმა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,498

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა