პარლამენტთან, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად მოიაზრებიან.
„რატომ, რატომ?“ – წერს მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი და “ინსტაგრამის” სთორიში გუშინ, დარბევის დროს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
„დაუშვებელია ეს ქმედება, წარმოუდგენელია“ – წერს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.