ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა, იქ მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა – ბათუმში ტრაგედია დატრიალდა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნას 1 პირი ემსხვერპლა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25 ავრცელებს და წერს, რომ ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა და იქ მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

შესაძლოა დაგაინტერესოთ