„ვივა მედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახი კლინიკის ექიმებს მუდმივ რეჟიმში ემუქრებიან.
მისივე თქმით, მუქარის და ცილისწამების მიუხედავად, კლინიკისთვის მთავარი პაციენტის ჯანმრთელობაა.
„მე აბსოლუტურად მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მან თავიდან გამოაცხადა, რომ ყველა იყო დასაჭერი. ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო, მაგრამ ქალბატონი თამარ დავარაშვილი და ის ექიმები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა ციხეში წახვალთ აბსოლუტურადო.
ნინო ნადირაძემ ასევე ისაუბრა ცრუ ცილისწამებაზეც:
„ჩემზე რა ზეწოლაც იყო, ეს ცალკე საკითხია. ყველაზე სამარცხვინო რაც დამაბრალეს ეს იყო, რომ თითქოს 19 წლის ასაკში ვიყავი მამათლის საყვარელი და მერე გავიცანი გუგა. ეს დაიბეჭდა გამოცემებშიც. ამის გამო ავუვარდი ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს. დიტომ უარყო. რა ვქნა ჩვენს მომხრეებს მე ვერ გავაკონტროლებო”,- ამბობს ნადირაძე.