“ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა…“ – რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?…ამჟამად ის მარ­ტო­ხე­ლაა?

 MMA-ის მებ­რძო­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო თა­მაშს, 14 სექ­ტემ­ბერს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ადევ­ნებ­და თვალს.

ლას ვე­გას­ში UFC 306-ზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი შონ ო’მალი და­ა­მარ­ცხა და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

Essentiallysports-ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­რე­შე არ ყო­ფი­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. MMA-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჭორი გავ­რცელ­და, რომ ერთხელ დვა­ლიშ­ვი­ლი კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, რათა ქარ­თველ ქალ­ზე ექორ­წი­ნა. თუმ­ცა, რა­ღაც მოხ­და, რა­მაც აი­ძუ­ლა აზრი შე­ეც­ვა­ლა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ბოლო დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბო­და, ვიდ­რე თვი­თონ დვა­ლიშ­ვილ­მა არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა დე­ტა­ლე­ბი.

  • მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა იმ დრო­ზე ისა­უბ­რა, როცა კი­ნა­ღამ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნა

დვა­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მის სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად გა­რეგ­ნუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის და მხი­ა­რუ­ლი ქცე­ვე­ბი­სა, დვა­ლიშ­ვი­ლი პი­რად სა­კი­თხებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერთ მო­მენ­ტში ის MMA-ს და­ტო­ვე­ბა­საც კი გა­ნი­ხი­ლავ­და, რათა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ფიქ­რობ­და ეშო­ვა სამ­სა­ხუ­რო, ექორ­წი­ნა ქარ­თველ ქალ­ზე და ა.შ.

“7Days Out”-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­რაბ­მა თქვა:

“ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი მექ­ნე­ბო­და, რეს­ტო­რებ­სა და კლუ­ბებ­ში ვივ­ლი­დი და დავ­ქორ­წინ­დე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე… ვცა­დე, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა, არ გა­მო­მი­ვი­და. ჩემი ტიპი არ იყო, სხვა­გან იყო. ვცა­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი, რეს­ტორ­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი არ ვი­ყა­ვი”.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდა ცხოვ­რე­ბის პარტნი­ო­რის პოვ­ნის გზა­ზე, ამას ხელი არ შე­უშ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა­ში. უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ უშუ­ა­ლოდ ამ მო­მენ­ტის­ტვის რა ხდე­ბა სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, უც­ნო­ბი­აა, თუმ­ცა მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მუდ­მი­ვად ეძებ­და შეს­ფე­რის ადა­მი­ანს…

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუ­სი: ის მარ­ტო­ხე­ლაა?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი თა­ვის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე არ სა­უბ­რობს, მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პოს­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ვარ­ჯიშ­სა და სხვა საქ­მე­ებს შე­ე­ხე­ბა, რომ­ლებ­საც რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი არ აქვს.

ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ამ­ჟა­მად არც ურ­თი­ერ­თო­ბა­შია და არც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დვა­ლიშ­ვილს არა­ერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯამ­დე არ მი­სუ­ლა.

UFC-ის წარ­მო­მად­გე­ნელ ნინა-მა­რია და­ნი­ე­ლეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დვა­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა:

“ყვე­ლა გო­გომ, ვი­საც ვხვდე­ბო­დი ან ვწერ­დი, მი­მა­ტო­ვა…“ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ UFC-ის ჩვე­ნი საყ­ვა­რელ მებ­რძოლს პი­რად ცხოვ­რე­ბა­სი დი­დად არ უმარ­თლებს.

წყარო:

შესაძლოა დაგაინტერესოთ