„უკვე დაბაჯბაჯებს…” – ნახეთ იტალიელი ბავშვის ფოტო, რომელსაც კვარაცხელიას საპატივცემულოდ ხვიჩა დაარქვეს

ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის ERMES TV დამფუძნებელი ნინა მამუკაძე-სორდინი „ფეისბუკში” საკმაოდ აქტიურია. იგი გამომწერებს და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს სასარგებლო ინფორმაციას მშობლიურ ენაზე უთარგმნის და ისე აწვდის. ნინა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულია და პარალელურად მისი ცხოვრების მთავარ პროფესიასაც აქტიურად მისდევს.

ნინამ „ფეისბუკზე” პოსტი გამოაქვეყნა სადაც; იტალიელ ბავშვზე, ნეაპოლელ ხვიჩა პეტროზოზე წერს, რომელიც სულ რაღაც 1 წლისაა და ქართველი ფეხბურთელის პატივსაცემად, დიდი სიყვარულის ნიშნად, ხვიჩა დაარქვეს.

„იტალიელი, ნეაპოლელი ხვიჩა პეტროზო სულ ახალი დაბადებული იყო, მის მშობლებთან ინტერვიუ რომ ჩავწერე. უკვე დაბაჯბაჯებს”,- წერს ნინა მამუკაძე – სორდინი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ