ვინ არის ნინა, რომელიც დღევანდელი გამარჯვებას მერაბთან ერთად აღნიშნავდა?

ნინა ცნობილი გახდა თავისი საავტორო გადაცემა “ნინა დრამის” საშუალებიT, მისი სრული სახელი და გვარი ნინა-მარი დანიელეა , იგი დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს. მისი პირადი ცხოვრების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, როგორც თავად ამტკიცებს მან ჰარვარდი დაამთავრა.

ნინამ თავისი გადაცემებით, “ნინა დრამათი” MMA-ს სამყაროში დიდი ადგილი დაიკავა, მისი ინტერვიუები ცნობილ სპორტსმენებთან ყოველთვის სანახაობრივი და საინტერესოა. ნინას უყვარს თავის ინტერვიუებში საუბარი საჭმელებზე, მოდაზე, რომანტიკაზე. ის მებრძოლებს ისეთ კითხვებს უსვამს, რომელსაც როგორც წესით მათ არავინ ეკითხება.

აღსანიშნავია, რომ ნინა საკმაოდ ექსცენტრიულია და სწორედ ამის წყალობით მოიპოვა მან დიდი პოპულარობა. ნინას და მერაბის კარიერია თითქმის ერთდროულად განვითარდა, სპორტსმენი და ჟურნალისტი ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრნენ როდესაც MMA-ს სამყაროში ფართოდ არ იყვნენ ცნობილები.

დღეს ნინა და მერაბი კარგი მეგობრები არიან, მათი ინტერვიუები ყოველთვის გამორჩეულია, როგორც წესი ნინას და მერაბის ინტერვიუ ძალიან სახალისოა და ქართველი გულშემატკივარიც დიდი სიამოვნებით ელოდება ყოველ ახალ ეპიზოდს.

დღევანდელი ბრძოლის წინ ნინა დრამაში მერაბი ორჯერ იყო მიწვეული , დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კი ნინამ მერაბს შემდეგი სიტყვებით მიმართა: 

“მერაბ შენ ჩვეულებრივი არ ხარ! შენ ჩემპიონი ხარ!” 


ამ ეტაპზე ნინა და მერაბი კარგი მეგობრები არიან. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ