გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქოვენთრის მასპინძლობს და მატჩის მიწურულისკენ ანგარიში 1:1-ია.

აღსანიშნავია, რომ გამათანაბრებელ გოლზე საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა შეასრულა, რომელმაც შემდგომ მძიმე დაზიანება მიიღო.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე ექიმებმა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე მძიმე დაზიანებასთან გვაქვს, რადგან ჩაკვემ ტრავმა ყველანაირი კონტაქტის გარეშე მიიღო, ასეთ დროს კი დაზიანება არც თუ ისე იოლია ხოლმე.

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში ტრავმიანობა საერთოდ აღარ აწუხებდა, რაც მის საკლუბო და სანაკრებო კარიერაზე ერთდროულად კარგად აისახა. იმედია, გიორგის თავი ძველმა დაზიანებამ არ შეახსენა და ქართველს ლაზარეთის დატოვება მალე მოუწევს..

უახლესი სასიხარულო ინფორმაცია:

გიორგი ჩაკვეტაძე ქოვენთრისთან მატჩის შემდეგ თავს კარგად გრძნობს! Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი წელის ტკივილის გამო ვერ გააგრძელა. არანაირი მუხლის დაზიანება, ფეხბურთელს წელის სპაზმი ჰქონდა, რამაც გადაადგილებაც შეუძლებელი გახადა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ