ბათუმში, სანაპიროსთან რუსი ეროვნების დამსვენებლებიდან ერთ-ერთს, მეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, მოცეკვავე ტურისტს როგორ ეკიდება ცეცხლი მოულოდნელად.
რუსული მედიის ინფორმაციით, 32 წლის პაველ სმირნოვი სამარადან მეგობრებთან და ძმასთან ერთად ბათუმში ისვენებდა. გუშინ ღამეს მეგობრებმა გადაწყვიტეს ნავსადგურის სიახლოვეს გასულიყვნენ, რათა მზის ჩასვლა და ლამაზი ხედები გადაეღოთ.გარკვეულ მომენტში კაცებმა ყვირილის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი დაინახეს, რომ პაველს მეხი დაეცა. დარტყმამ ახალგაზრდა კაცი მიწაზე დააგდო და ცეცხლი მოეკიდა. მეგობრებმა სასწრაფოდ მაშველები გამოიძახეს და სანაპიროზე სასწრაფო დახმარება მოვიდა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მეხის დაცემის შედეგად სმირნოვმა მუცელზე, ზურგსა და ფეხებზე დამწვრობა მიიღო. რუსულ მედია წერს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გაკვირვებულები დარჩნენ, რომ კაცი მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.
მეტიც, პაველი უკვე გონს მოვიდა და პირველი კომენტარი გააკეთა: “პირველი, რაც დავინახე იყო გვირაბის ბოლოს სინათლე. წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კვდები. ყველაფერი იწვის, თითქოს ჯოჯოხეთში ხარ, სუნთქვა გიჭირს, ფეხებსა და მკლავებს ვერ ამოძრავებ. ვიფიქრე, ახლა ცოტა ხანს გავუძლებ, ან დავიხრჩობი, ან ბოლომდე დავიწვები-მეთქი“, – განაცხადა სმირნოვმა.
ინციდენტის შემდეგ დაზარალებული სხეულის ნაწილებს რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ გრძნობდა, მას მხოლოდ მეგობრების ყვირილი ესმოდა და ხვდებოდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში იყო, ის კვდებოდა.
“ორივე ფეხს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ ერთ ხელს ვამოძრავებდი ნორმალურად. დამწვრობისგან საშინელი ტკივილი მქონდა. ყველაფერი მტკიოდა, თითქოს სუნთქვა არ შემეძლო. ვფიქრობდი: ”კარგი, სიკვდილი ნორმალური ჩანს, სამწუხაროა, მაგრამ ასე სწრაფად?” – ამბობს სმირნოვი.იმ წუთებში, როდესაც დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა, მასთან მეგობრები იყვნენ და ცდილობდნენ გონი არ დაეკარგა.
“ზევიდან მიყურებდნენ, მეკითხებოდნენ, როგორ ვარ. მე კი ვეუბნებოდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ვერ ვმოძრაობდი!” ადგილზე ჩემმა ძმამ ჩემი მაისური გამაძრო, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. ასევე სპორტული ფეხსაცმელი და საცვლები, რომლებიც ეგრევე დაიწვა, შორტი ისეთ მდგოამრეობაში იყო, თითქოს თოფიდან მესროლეს, მაისურიც ნახევრად დამწვარი იყო“, – იხსენებს პაველი.
ამ დროისთვის სმირნოვი ბათუმის საავამდყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.სავარაუდოდ კლინიკას რამდნეიმე დღეში დატოვებს.