მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან ტკივილების გამო მოედანი დროზე ადრე დატოვა.
ვილი სანიოლი იძულებული იყო კვარაცხელია გაეყვანა და არ გაეირსკა.
ნეაპოლში დაბრუნებულ კვარაცხელიას გამოკვლევები ჩაუტარეს.
დადგინდა, რომ ქართველ ვარსკვლავს არანაირი ტრავმა არ აქვს და სათამაშოდ მზად არის.
ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მადლობას უხდის.
„სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.
მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“, – წერს ფეხბურთელი.