უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმაა მოსალოდნელი – 15-17 ივნისის ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმაა მოსალოდნელი – 15-17 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონებში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. თბილისში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

„ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 15 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ივნისს +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 15 ივნისს დღისით +30, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ივნისს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.