საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს კომპლიმენტს ვუძღვნი. ფრე სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. სამწუხაროდ, ერთი ბურთით წავაგეთ. ჩემს მოთამაშეებს ვაფასებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, მათთან პრეტენზია არ მაქვს. ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს“, – თქვა სილვინიომ პრესასთან.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.