ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოთერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნივთები, რასაც საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს ვჩუქნით.
– გამიგია, რომ გულის ფორმის სამკაულის ტარება სასიყვარულო ენერგიას ბლოკავს. ესეც სიმართლეა?
– გეტყვით, რომ არ შეიძლება გულის ფორმის სამკაულის ტარება, რომელიც ორად იყოფა, ანუ ორი ადამიანი რომ ატარებს მის თითო ნაწილს – ნახევარი შენთან იყოს, ნახევარი ჩემთანო. ეს ბლოკავს თქვენს ენერგეტიკას და იწვევს იძულებით კავშირს. ასევე, არ ვარგა წიგნის ფორმის სამკაულის ტარებაც, ეს მთლიანად აქვეითებს სასიყვარულო ენერგეტიკას.