რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, რომელსაც ცოტა ხნის წინ მესამე შვილი ეყოლა, 38 წლის გახდა.
მომღერალს დაბადების დღე სოციალურ ქსელში ქმარმა ლევ დენგოვმა ემოციური სიტყვებით მიულოცა და მას ბედნიერება უსურვა.
„ყოველდღე ბედს მადლობას ვუხდი შენთვის! დიდი მადლობა შენ. იყავი მუდამ ბედნიერი, ჩემო სულო“, -წერს თოფურიას მეუღლე.
ლევ დენგოვის არსებობის შესახებ რუსულმა შოუბიზნესმა და ფართო საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როდესაც A-Studio-ს ვარსკვლავის ქეთი თოფურიას გვერდით გამოჩნდა.
2020 წლის სექტემბერში წყვილმა იქორწინა და მალე გაირკვა, რომ ბავშვს ელოდა. 2021 წლის იანვარში ლევი და ქეთი მშობლები გახდნენ: თოფურიას ვაჟი შეეძინა. ბიჭს ადამი დაარქვეს. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ნიკოლი დაარქვეს.