ზუგდიდის მინიციპალიტეტში მოზარდზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფაქტი მოხდა. 9 წლის გოგონაზე ინტიმური ხასიათის გარყვნილ ქმედებაში, მისივე ბაბუაა დაკავებული.
როგორც ცნობილი ხდება, 66 წლის კაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. გოგონამ ამის შესახებ კი დედას უამბო. ბავშვი დედას უმტკიცებდა, რომ ბაბუა მასზე უკვე რამდენიმე თვეა ძალადობდა.
ქალმა ბავშვის მონათხრობი თავიდან არ დაიჯერა, ამიტომ ფაქტის გადამოწმების მიზნით, ვითომ სახლიდან წავიდა, ხოლო გოგონა და ბაბუა მარტო დატოვა. ქალი მათ თვალს ჩუმად ადევნებდათ. დედამ აღმოაჩინა, რომ გოგონა მართალი იყო და მისი გასვლისთანავე, კაცმა ბავშვზე მორიგი, სექსუალური ხასიათის ქმედება სცადა. ამის შემდეგ ბავშვის დედამ სახლში პოლიცია გამოიძახა. კაცი დაკავებულია და ის ბრალის წარდეგნის მოლოდინშია.
9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
„რაც ვიცით ის არის, რომ 66 წლის ბაბუაა დაკავებული. როგორც ბავშვის მონათხრობიდან გაიგო დედამ, ის მოზარდზე რამდენიმე თვეა უკვე ძალადობდა. ბავშვს არ სურდა ბაბუასთან მარტო დარჩენა, რაზეც დედა დაეჭვდა.
რომ ჩაეკითხა ბავშვს რატომ არ უნდოდა და რა ხდებოდა, მოზარდმა შეძლებისდაგვარად აუხსნა, რომ ბაბუა მას ცუდად ეხებოდა და მას ეს არ მოსწონდა. დედა მიხვდა, რომ რაღაცა ცუდი ამბავი ხდებოდა. ამიტომ გაითამაშა, რომ ვითომ სახლიდან გავიდა. რეალურად კი ფანჯრიდან ადევნებდა სიტუაციას თვალს. დაინახა ის, რაც ბავშვმა უამბო.
გამწარებულმა ქალმა კი პოლიცია გამოიძახა. კაცი დააკავეს, ეს ვიცით ჩვენც მხოლოდ. ნორმალური ოჯახია, არაფერი მსგავსი კაცისთვის არ შეგვიმჩნევია. რაც გავიგეთ ესაა, ვნახოთ, ალბათ კიდევ უფორ მეტი გაირკვევა“,-ამბობს „რეზონანსთან“ ადგილობრივი მცხოვრები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე პრიმა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.