“შემთხვევით, ფრესკოში რუსი ოდიშარია შემხვდა. თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა ყველგან დაგხვდებათ. ქვეყნის გაყიდვისთვის პასუხს ყოველთვის მოგკითხავთ”. – წერს Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტი, ბექა პაპაშვილი და ვიდეოს ავრცელებს.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში დეპუტატ ბექა ოდიშარიას “მონა” დაუძახა, მას 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.
“შემეფეთა “ფეიკ” დომენიკ მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტიქტებით მორბენალი… 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება…” – რას ჰყვება ბექა ოდიშარია გუშინ სუპერმარკეტში მომხდარ ფაქტზე?