9-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის ატა­ნა მო­გი­წევთ, შე­დე­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა: ხელ­ფა­სის გაზ­რდის ან მო­მავ­ლის გარ­კვე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის სა­ხით. ბევ­რს კვი­რა პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ. ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წარ­მა­ტე­ბის დრო, ამი­ტომ იღ­ბა­ლი იქ­ნე­ბა მათ მხა­რეს, ვინც და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბით, შო­უ­ბიზ­ნე­სით, ან სხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და ქმნის რა­ი­მე ლა­მაზს. თქვენ შეძ­ლებთ წა­რუდ­გი­ნოთ თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი რო­გორც კო­ლე­გებს, ასე­ვე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

კურო

და­ქი­რა­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ნიჭი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­ი­ღოთ დიდი ხნის ნა­ნატ­რი და­წი­ნა­უ­რე­ბა. ვინც დიდი ხა­ნია უმუ­შე­ვა­რია, კარ­გი შე­მო­სავ­ლით პერ­სპექ­ტი­უ­ლი ად­გი­ლის პოვ­ნას შეძ­ლებს. მაგ­რამ ნუ იჩ­ქა­რებთ პირ­ველ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბას – ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლეთ პი­რო­ბე­ბი. სხვა ქვეყ­ნე­ბის კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ თქვენს ხიბლს ჩარ­თავთ, შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ინ­ვეს­ტი­ცია ან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტში.

ტყუ­პი

ფრთხი­ლად იყა­ვით, რას მო­ა­წერთ ხელს, ვის რას და სად გა­და­უ­რი­ცხავთ ფულს. შე­იძ­ლე­ბა იყოს ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლებ­საც მა­შინ­ვე ვერ შე­ნიშ­ნავთ. მო­ე­რი­დეთ სა­უ­ბარ­ში კა­მათს; გა­უფრ­თხილ­დით თქვენს ნერ­ვულ უჯრე­დებს. სახ­ლში უნდა შეძ­ლოთ რუ­ტი­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლის­თვი­საც, რო­გორც წესი, არ გაქვთ არც სურ­ვი­ლი და არც დრო.

კირჩხი­ბი

ნა­ყო­ფი­ე­რი დროა, რო­დე­საც მი­ნი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით, წარ­მა­ტე­ბით გა­და­წყვეტთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს. სექ­ტემ­ბერ­ში ასე­თი დღე­ე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა. გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და გახ­დე­ბით ღია სამ­ყა­როს, ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ამი­ტომ, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად ჩა­ერ­თეთ ახალ პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც ადრე შე­უძ­ლე­ბე­ლი გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბი და­ა­ბა­ლან­სებს სამ­ყა­როს თქვენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და ემო­ცი­ურ აღ­ქმას და და­გეხ­მა­რე­ბათ იპო­ვოთ წო­ნას­წო­რო­ბა გო­ნე­ბა­სა და გრძნო­ბებს შო­რის.

ლომი

ხელ­საყ­რე­ლი კვი­რაა, რო­დე­საც შე­გიძ­ლი­ათ სცა­დოთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ის, რაც აქამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მიღ­წე­ვის მეტი შან­სია, მარ­ტო­ხე­ლებს გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, რაც სე­რი­ო­ზულ და ხან­გრძლივ კავ­შირ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. ნუ გახ­დე­ბით ზედ­მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვე­ბის აზ­რზე, იყა­ვით მგრძნო­ბი­ა­რე და ზედ­მე­ტად ფრთხი­ლი. თუ დახ­მა­რე­ბა და თა­ნად­გო­მა გჭირ­დე­ბათ, ისა­უბ­რეთ ამა­ზე ახ­ლობ­ლებ­თან. უქ­მე­ებ­ზე მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა – თქვენ ამას იმ­სა­ხუ­რებთ!

ქალ­წუ­ლი

გო­ნებ­რი­ვად, სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად თავს უკეთ გრძნობთ მძი­მე აგ­ვის­ტოს შემ­დეგ. თუ გსურთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და­ა­ნახ­ვოთ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის, ისი­ნი უფრო მე­ტად აგავ­სე­ბენ სიყ­ვა­რუ­ლით. თა­ვი­სუფ­ლად მი­დით თქვენს უფ­როს­თან და აი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი პრო­ექ­ტი; აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი ნე­ბის­მი­ერ სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში, მო­ძებ­ნეთ და და­რე­გის­ტრირ­დით შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სებ­ზე – ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენს მხა­რეს არი­ან!

სას­წო­რი

გა­აკ­ვირ­ვეთ ყვე­ლა – ხა­ლი­სი­ა­ნად შე­უ­დე­ქით სა­მუ­შა­ოს და გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს მა­ნევ­რი გა­მო­გარ­ჩევთ თქვენს კო­ლე­გებ­სა და პარტნი­ო­რებს შო­რის. ეცა­დეთ, კვი­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როთ და ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ყვე­ლა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­გიჩ­ნდე­ბათ. თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის მი­მართ იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ჯო­ბია თავი აა­რი­დოთ რო­გორც და­პი­რის­პი­რე­ბას, ასე­ვე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გა­მოწ­ვე­ვის მცდე­ლო­ბებს. მზი­ა­ნი დღე­ე­ბი გა­ა­ტა­რეთ ბუ­ნე­ბა­ში.

მო­რი­ე­ლი

სპე­ცი­ფი­კა­სა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი დიდი სირ­თუ­ლის გა­რე­შე შეს­რულ­დე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სა და კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის. მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია თავი შე­ი­კა­ვოთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, რო­გორც გრძე­ლი, ასე­ვე ხან­მოკ­ლე. თქვენ გჭირ­დე­ბათ ახლა ზუს­ტად ის, რაც გაქვთ, სა­დაც ხართ და ამ ად­გი­ლას არის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თქვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. თუ გაქვთ შე­კი­თხვე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, უმ­ჯო­ბე­სია პირ­და­პირ დი­ა­ლოგ­ში შეხ­ვი­დეთ და ყვე­ლა ეჭვი გა­ფან­ტოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ვარ­სკვლა­ვე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით გმუხ­ტავთ, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ, და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სოთ სამ­ყა­როც და სხვე­ბიც. ნუ და­ხარ­ჯავთ ენერ­გი­ას წვრილ­მა­ნებ­ზე! სჯობს კვი­რა აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როთ; პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში პრობ­ლე­მე­ბი გა­დაჭ­რათ, სა­ღა­მო­ო­ბით კი მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნის ნაც­ვლად, სჯობს სპორ­ტის­თვის გა­მო­ნა­ხოთ დრო. გა­რე­მო­ე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბებს და ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც მოგ­ცემთ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

თხის რქა

ირ­გვლივ მყო­ფებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ჩნი­ონ, რომ უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი გახ­დით, ამი­ტომ კო­მუ­ნი­კა­ცია გა­გი­ჭირ­დე­ბათ. თა­ნა­მო­სა­უბ­რეს­თან გა­უ­გებ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბი. ეცა­დეთ, არ გა­არ­თუ­ლოთ ის, რაც თქვენ ირ­გვლივ ხდე­ბა, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე ოჯახ­ში და სამ­სა­ხურ­ში კო­ლე­გებ­თან. შა­ბათ-კვი­რას გა­მო­ავ­ლი­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რო­ბა და სიმ­სუ­ბუ­ქე, წა­დით გა­სარ­თობ პარკში, გა­ა­ტა­რეთ დრო შვი­ლებ­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად.

მერ­წყუ­ლი

კარ­გი პე­რი­ო­დია ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად: შეძ­ლებთ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­დახ­დას ან და­გიბ­რუნ­დე­ბათ ის ვალი, რომ­ლის იმე­დიც აღარ გქონ­დათ. შე­გიძ­ლი­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ინ­ვეს­ტო­რებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან, რათა მი­ი­ღოთ თან­ხე­ბი ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით. ზედ­მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ყოფ­ნა ხელს უშ­ლის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს სახ­ლის მო­წყო­ბას­თან ან შვი­ლე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გრძნო­ბე­ბის გა­ცი­ვე­ბა მე­უღ­ლის მი­მართ.

თევ­ზე­ბი

ამ კვი­რა­ში არ უნდა იყოთ გუ­ლახ­დი­ლი უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხოვ­რე­ბის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. კარ­გი დროა სწავ­ლის­თვის, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ათ­ვი­სე­ბი­სა და სა­მუ­შაო ამო­ცა­ნე­ბის და­სა­გეგ­მად. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ამი­ტომ, თა­ვი­დან­ვე მო­აგ­ვა­რეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. გან­დევ­ნეთ პირ­ქუ­ში აზ­რე­ბი და უძ­ლუ­რე­ბის გრძნო­ბა, ნაკ­ლე­ბად ისარ­გებ­ლეთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით და გა­უმკლავ­დე­ბით ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნებს. ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან.ათ სთხო­ვოთ მათ დახ­მა­რე­ბა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ