„ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს, ორსულობით იმის გამართლება, რაღაცის ზედმეტად მირთმევა გვსურს, ვფიქრობ, არც დედას და მით უფრო არც ნაყოფს არ წაადგება.
იმ გოგონებს, რომლებიც საოცარ ფაზაში არიან, უნდა ვუთხრათ, რომ მათი შვილების იმუნური სისტემა, ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიირთმევს დედა. რა თქმა უნდა გენეტიკას ჩვენ ვერ შევცვლით“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა და ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა და მომავალ დედებს რეკომენდაციები გაუზიარა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუა, ასევე ცნობილი ტელეწამყვანის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელსაც ლიზამ მამის პატივსაცემად გიორგი დაარქვა. ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ როგორ შეინარჩუნა ლიზამ ფორმა ორსულობის პერიოდში ისე, რომ ერთი კილოგრამი ზედმეტი არ მოუმატებია, ამასთან დაკავშირებით ქეთი ასათიანმა, კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ჯანსაღ ორსულობას ქალებში.
ცხადია, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სწორ კვებას ალტერნატივა არ აქვს, მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო: