სამწუხაროდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებს?

Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის “ალ იტიჰადის” მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და საუდის არაბეთის კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს.

ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე რენარი და ვილი სანიოლი არიან.

სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ადრე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.

ვილის ამჟამინდელი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა და თუ მეტი არ შესთავაზეს, არაა გამორიცხული, ჩვენი ეროვნული გუნდი დატოვოს. მას აგრეთვე ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ