„რაღაც ჩამივარდა სავარძელში, ჩავყავი ხელი და ვიღებ თვალებდათხრილ თოჯინას … ამის შემდეგ მე დავცილდი ჩემი შვილის მამას“ – ვინ გაუკეთა ჯადო ფეხმძიმე მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილს და რა მოხდა შემდეგ

 „რაღაც ჩამივარდა სავარძელში, ჩავყავი ხელი და ვიღებ თვალებდათხრილ თოჯინას … ამის შემდეგ მე დავცილდი ჩემი შვილის მამას“ – ვინ გაუკეთა ჯადო ფეხმძიმე მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილს და რა მოხდა შემდეგ

გადაცემა „სხვა რეალობის“ სტუმრები მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი იყო.

გადაცემის თემა იყო წყევლა, ჯადო და გათვალვა, შეიძლება თუ არა ყველა იყოს მაგი, ყველამ აკეთოს სიბოროტე და დაკარგონ ის სიწმინდე, რასაც უფალი ჰქვია.

ამ თემაზე სასაუბროდ ასტროპარაფსიქოლოგი ანა ლენორმანი მოიწვიეს, რომელმაც ჯადოს არსზე ისაუბრა.

ასევე ეკა ანდრონიკაშვილმა ჯადოსთან დაკავშირებული მძიმე ისტორია გაიხსენა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

„ჯადოებს ხშირად ამზადებენ თოჯინებით, შავი სანთლებით, ლოცვებით. ჯადო არსად კოსმოსში არ ქრება, ჯადო უკან უბრუნდება ან შემკვეთს, ან გამკეთებელს. ის არასდროს არ დაიშლება. 

ზოგჯერ დედამთილი რძალს, დედა-შვილს უკეთებს ჯადოს. პირდაპირ ვეუბნები, თუ კი დედაშენს გაკეთებული აქვს ჯადო, უკან უნდა დაუბრუნდეს.

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს ჯადო“,- აღნიშნავს ანა ლენორმანი.

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი, უარყოფითი ენერგეტიკის მსხვერპლი იყო და თავის ისტორიას ვრცლად გვიყვება:

„სახლში მაქვს ჩემი საყვარელი სავარძელი და ტელევიზორს ამ სავარძლიდან ვუყურებ. ამ სავარძელში ვიჯექი და მესამე თვეში ვიყავი ფეხმძიმედ. არსად მომიყოლია ეს ამბავი.

რაღაც ჩამივარდა სავარძელში, ჩავყავი ხელი და ვიღებ თოჯინას, ეს თოჯინა იყო ამაზრზენი, ხელით გაკეთებული, თვალებდათხრილი.

მე ვგრძნობ ენერგეტიკას, ძალიან ცუდი იყო. იმ ადამიანმა, ვინც თოჯინა იქ ჩადო, იცოდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ამის შემდეგ მე დავცილდი ჩემი შვილის მამას. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის, რომ მე მყავდა სიამის კატა, მეორე დღეს ჩემი კატა შეძვრა კარადის ქვეშ და მოკვდა. თითქოს თავის თავზე აიღო და გადამარჩინა“,- იხსენებს ეკა ანდრონიკაშვილი.