სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა

ცენტრალურ კენიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 მოსწავლე ემსხვერპლა. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის სპიკერის რესილა ონიანგოს განცხადებით, Hillside Endarasha Primary-ში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა უილიამ რუტომ ხანძარს “საშინელი” და დამანგრეველი უწოდა და გამოძიების ბრძანება გასცა.

“პასუხისმგებლები პასუხს აგებენ”, – წერს ბ-ნი რუტო X პლატფორმაზე.

შესაძლოა დაგაინტერესოთ