ცენტრალურ კენიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 მოსწავლე ემსხვერპლა. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის სპიკერის რესილა ონიანგოს განცხადებით, Hillside Endarasha Primary-ში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა უილიამ რუტომ ხანძარს “საშინელი” და დამანგრეველი უწოდა და გამოძიების ბრძანება გასცა.
“პასუხისმგებლები პასუხს აგებენ”, – წერს ბ-ნი რუტო X პლატფორმაზე.