ოლიმპიურ მძლეოსანს ცეცხლი წაუკიდეს – რებეკა ჩეპტეგი დაიღუპა

უგანდელი მძლეოსანი რებეკა ჩეპტეგი, პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან სამი კვირის შემდეგ, სასტიკი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის მორბენალს ბენზინი ყოფილმა მეგობარმა კაცმა გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.რებეკა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩეპტეგი მარათონელი იყო, ოლიმპიადაზე მან 44-ე ადგილი დაიკავა. პარიზის თამაშების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა, მერე კი კენიაში ჩავიდა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დიკსონ ნდიემა სახლში მაშინ შეიჭრა, როცა რებეკა ბავშვებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა. მისი დაბრუნების შემდეგ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა: დამნაშავემ რებეკას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

“მეზობლებმა გაიგონეს, როგორ ჩხუბობდა წყვილი სახლის წინ. მათ ასევე დაინახეს, როგორ შეასხა კაცმა რებეკას რაღაც სითხე და როგორ წაუკიდა შემდეგ ცეცხლი. დაზიანდა თვითონ დამნაშავეც, მას დამწვრობები აქვს,” – ნათქვამია პოლიციის წარმომადგენლის, ჯერემია ოლე კოსიომის მიერ.

როგორცადგილობრივი გამოცემა “The Star“ წერს,
რებეკა ჩეპტეგის სხეულის 75-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ