იაპონიაში გავრცელებულია იშვიათი „ხორცის მჭამელი ბაქტერიით“ გამოწვეული დაავადება, რომელსაც შეუძლია ადამიანის მოკვლა 48 საათის განმავლობაში, წერს Bloomberg-ი.
ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომის შემთხვევების რაოდენობამ 2 ივნისისთვის 977-ს მიაღწია, რაც აღემატება გასული წლის რეკორდულ 941 შემთხვევას.
ნათქვამია, რომ A ჯგუფის სტრეპტოკოკი ჩვეულებრივ იწვევს ბავშვებში ყელის შეშუპებას და ტკივილ, მაგრამ ზოგიერთმა ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების სწრაფი განვითარება, მათ შორის კიდურების ტკივილი და შეშუპება, ცხელება, დაბალი არტერიული წნევა, ნეკროზი, სუნთქვის პრობლემები.
ცნობილია, რომ 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ დაავადების მიმართ.
„სიკვდილების უმეტესობა ხდება 48 საათში“, – თქვა კენ კიკუჩიმ, ტოკიოს ქალთა სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა.
ინფექციის ამჟამინდელი ტემპით, იაპონიაში წელს შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 2,500-ს, სიკვდილიანობის “საშინელი” მაჩვენებლით 30%-მდე, თქვა კიკუჩიმ.
STSS-ის პრევენცია მოიცავს ძირითადი ჰიგიენის დაცვას, როგორიცაა ხელების რეგულარულად დაბანა და პირის ღრუს დაფარვა ხველების ან ცემინების დროს. დაუყონებლივ დაამუშავეთ ჭრილობები და ხშირად გაიწმინდეთ ზედაპირები, ურჩევს ექიმი მოსახლეობას.
A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს საკვებით, თუ ის სათანადოდ არ არის დამუშავებული. თუმცა, იშვიათია STSS-ით დაავადებულმა პირმა, რომ ინფექცია სხვა ადამიანზე გაავრცელოს.