აუტისტური სპექტრის არტისტმა, 20-წუთიანი ფრენის შემდეგ, ნიუ-იორკის ზედხედი სრულყოფილად დახატა. სტივენ უილტშირს მოგზაურობის დროს ჩანახატები არ შეუქმნია, ის მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას დაეყრდნო, რომელსაც არაერთი გამოცემა “უნიკალურს” უწოდებს.
ნამუშევარს სტივენი 1 კვირა ქმნიდა. არტისტმა მასალად მხოლოდ კალამი და ფანქარი გამოიყენა. როგორც ამბობს, ყველაზე დიდი დრო მან შენობების პარამეტრების ზუსტ ასახვაზე დახარჯა.
სტივენ უილტშირს აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი 3 წლის ასაკში დაუსვეს. მშობლების თქმით, იგი ამავე პერიოდიდან დაინტერესდა ხატვით. სხვადასხვა დროს, მეხსიერების დახმარებით, სტივენმა ფრანკფურტის, ლონდონის, ტოკიოს, დუბაის, რომის, მადრიდის და იერუსალიმის პანორამები შექმნა.