მამას და მის მცირეწლოვან შვილს მანქანა დაეჯახა! – რა ხდება ადგილზე?

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ქვეითთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა.

დაშავებული მამაკაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

ინფო რუსთავი

შესაძლოა დაგაინტერესოთ