რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ქვეითთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა.
დაშავებული მამაკაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
ინფო რუსთავი