ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის ტყეში, სადაც ხანძარია, “საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ხანძრის ტერიტორია მიუვალია.
ოთარ არბოლიშვილის თქმით, მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ცეცხლის ქრობის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება და ხანძრის ლოკალიზებაში 4 ვერტმფრენი ჩაერთვება.
ამასთან, მერის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობს უკიდია.
“ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, ღია ცეცხლია. მიუვალი ტერიტორიაა. ხვალ დილით გვეცოდინება უკვე დამატებითი ინფორმაცია. საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა. მუნიციპალური ტექნიკა შეყვანილი გვყავს, სამაშველო სამსახური ადგილზეა… ველოდებით ხილვადობას, რომ ვერტმფრენებმა დაიწყონ მუშაობა. დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზეა ხანძარი. დასახლებული პუნქტიდან შორსაა,” – განაცხადა ოთარ არბოშვილმა “რუსთავი 2-თან” სატელეფონო საუბრისას.