საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
დაუჯერებელი კადრები: რუსმა სამხედრომ უკრაინულ დრონს თავი შეუშვირა და ჩვეულებრივად გააგრძელა გზა (ვიდეო)
დაუჯერებელი კადრები – რუსმა სამხედრომ უკრაინულ FPV დრონს თავი შეუშვირა და გადარჩა. ნახვები : 2,437
-
„საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თავისი აღსაზრდელის, მე-3 კლასის მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ (+ფოტო)
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თავისი აღსაზრდელის, მე-3 კლასის მოსწავლე ანუკი ჩავლეიშვილის, ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, თანაკლასელებსა და…
-
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ურთიერთობებისთვის იდეალური დღეა. უცნობ ადამიანებთანაც კი საერთო ენას ადვილად პოულობთ და მშვიდობას ამყარებთ მათთან, ვისაც დიდი ხნის წინ,…
-
როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და სად იმოქმედებს დოკუმენტი
მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე. „დოკუმენტი…
-
როგორ ცხოვრობს მამა-შვილი, რომელთა ცხოვრება სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებულმა შემთხვევითმა ფოტომ შეცვალა (ვიდეო)
ორი წლის წინ აფრიკის დასახლება ყურადღების ცენტრში მოექცა. მერიის მიერ დაუკანონებელი შენობების დემონტაჟს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილიდან გავრცელებულ კადრებში საზოგადოების ყურადღება ერთ-ერთმა ემოციურმა ფოტომ მიიქცია, ასაკიანი მამაკაცი, მცირეწლოვან…