საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა” – რა გააკეთა მერაბ სეფაშვილმა, როდესაც გაიგო რომ კაკული გურიელაშვილი ცუდად იყო
“დიდი მწუხარებით გაცნობებთ, მამამ სული სამყაროს შემოქმედს მიაბარა” – წერს მომღერლის, კაკული გურიელაშვილის ვაჟი, მიშელ გურიელაშვილი. 59 წლის მომღერალი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გია…
-
ზედიზედ 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა – მოსახლეობას აფრთხილებენ: მეწყრის საშიშროებაა
ტაივანში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ Reuters იტყობინება. მედიის ცნობით, 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს კი, 16 აგვისტოს, კუნძულის აღმოსავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის…
-
„ვიმეოროთ ნებისმიერ ნებისმიერ დროს: ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვტრაპეზობთ …“ – მოკლე ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს
“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”, – ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები…
-
“მთელი ვაგონი ამ კაცს ლოცავდა, გამრავლება ასეთ ხალხს” – რა მოხდა მეტროში
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახმეტელის მეტროში ერთ-ერთი მამაკაცი ბებოს 100 ლარით დაეხმარა: “ერთ დილაა, სამსახურში მივდივარ, როგორც ყოველი დილა თენდება ხოლმე მოკლედ,…
-
ჯერ არ ვიცით დიაგნოზი… – რა უახლესი ინფორმაცია ვრცელდება ბუდუ ზივზივაძეზე
„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სამშაბათს დილის ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ინფორმაციას bnn.de ავრცელებს. რამდენად მძიმედ დაშავდა ბუდუ ჯერ-ჯერობით უცნობია. „ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე…