საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
7 ვარჯიში ღაბაბის ბუნებრივად მოსაშორებლად – ეს უნდა ცადოთ!
სამწუხაროდ, რაც უფრო მეტად ვიბერებით, მით უფრო ხშირია ჩვენთვის ნიკაპის ქვემოთ დაბნეული, დანაოჭებული კანი. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეძებს კოსმეტიკურ ქირურგიას ამ მახასიათებლის მოსაშორებლად, კვლევებმა აჩვენა, რომ სახისა…
-
(ვიდეო) რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე, სადაც 5 ავტომობილი დაიმტვრა: კადრები ადგილიდან – “მოძრაობა გაჩერებულია! ცოტა ხანი ამ გზით ნუ ისარგებლებთ”
“რიკოთის გვირაბში 5 ავტომობილი დაიმტვრა. მოძრაობა გაჩერებულია. ცოტა ხანი ამ გზით ნუ ისარგებლებთ” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” წერს და ვიდეოს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის…
-
ავარია რიკოთის გვირაბში, დამტვრეულია 5 ავტომობილი – თბილისის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია
რიკოთის გვირაბში, თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა პარალიზებულია. მიზეზი გვირაბში მომხდარი მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევაა. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდთან თვითმხილველები აცხადებენ ავარიაში მონაწილეობდა ევაკუატორიც, არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია დაახლოებით 5 ავტომობილი. ნახვები :…
-
ძლიერი მიწისძვრა მოხდა
დღეს, 2 საათის წინ, ინდონეზიაში კაბუპატენ ჯაიაპურადან 113კმ დაშორებით ძლიერი 5.2 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს. ვრცლად: https://www.volcanodiscovery.com/ru/zemletryaseniya/quake-info/9580588/mag5quake-Aug-31-2024-West-Papua-Indonesia.html ნახვები : 6,404
-
სიახლე მართვის მოწმობის აღების წესში – კიდევ ვის მოუწევს გამოცდის ქუჩაში, რეალურ მოძრაობაში ჩაბარება?
საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა ორ ეტაპიანი კიდევ…